„შენთან ერთად სამყაროს ხელახლა აღმოვაჩენ...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე
1782676800
თუში პოეტი იზოლდა ალხანაიძე 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში მცხოვრები პოეტი პარალელურად, პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა.
„გარდაიცვალა მრავალი თაობის აღმზრდელი, ღირსეული პედაგოგი და გამორჩეული პოეტი იზოლდა ალხანაიძე. მისი ღვაწლი, როგორც მასწავლებლისა და შემოქმედის, დიდ კვალს დატოვებს თუშეთსა და იმ ადამიანების გულებში, ვისაც მისი სითბო, ცოდნა და სიყვარული გაუზიარა“, - წერია თუშეთის განვითარების ფონდის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
იზოლდა ალხანაიძეს ბოლო წლებში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა