ავიაკომპანია Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს
1751574709
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის ეთნოგრაფიულ სივრცეში კალანდობა აღნიშნეს. „კალანდა 2025“ უძველესი ტრადიციებით იზეიმეს, როგორებიცაა: აგუნას გადმოძახილი, მეკვლის ფეხადობა, გურული ღვეზლის ცხობის რიტუალი. ასევე გაიმართა თეატრალური პერფორმანსები და მოეწყო ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა.
კალანდობის აღნიშვნას ესწრებოდა პარლამენტის თავმჯდომარე უმრავლესობის წევრებთან ერთად. „კალანდა 2025“-ს ეთნოგრაფიულ სივცეში ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სტუმრები.
ღონისძიება გალაკონცერტითა და ფეიერვერკით დასრულდა.