„თუ ეს ნივთი სახლში გაქვთ, გადააგდეთ…“ - გიორგი ღოღობერიძე მიმართვას ავრცელებს
1761929604
                                                                ორწლიანი პაუზის შემდეგ, საშობაო ალილო კახეთშიც გაიმართა.
შობის მახარობლებმა სადღესასწაულო მსვლელობა გურჯაანის სამების ტაძრის ეზოდან, წირვის დასრულების შემდეგ დაიწყეს.
სასულიერო პირებმა,სტიქაროსნებმა და მრევლმა ქალაქის ქუჩები გალობით მოიარეს და შემოწირულობები შეაგროვეს.
მსვლელობის დასრულების შემდეგ, შეგროვილი ტკბილეული და სხვადასხვა სახის შემოწირულობა, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ გაჭირვებულ ოჯახებს გადაეცემა.
საქართველოში საშობაო ტრადიცია მხოლოდ ქვეყნის გასაბჭოების შემდეგ დაირღვა.
90-იან წლებში, საშობაო ალილო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს გადაწყვეტილებით აღადგინეს.