ონში „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ვარდისფერი ოქტომბერი

დღეს, ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვის — „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტში, გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ქალთა ორგანიზაციის გამგეობის წევრებმა და მოწვეულმა ექიმებმა, ასოცირებულმა დოქტორმა- საჩხერის მეან-გინეკოლოგმა - მირანდა ჯანხოთელმა, შპს რეგიონალური ჯანდაცვის ამბროლაურის ონკოლოგმა - ირინა ნეფარიძემ და მეან გენეკოლოგმა ელეონორა ბედენაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ძუძუს კიბოს პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და რეგულარული სკრინინგის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მონაწილეებს ასევე საინფორმაციო ბროშურები დაურიგდათ.

22 ოქტომბერს ონის მუნიციპალიტეტში უფასო სკრინინგის აქცია გაიმართება, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისი კვლევები უფასოდ ჩაიტარონ.

ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენა მკურნალობის ეფექტიანობის გაზრდის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლება, რეგულარული სამედიცინო შემოწმება და სკრინინგის პროგრამებში მონაწილეობა ქალთა ჯანმრთელობის დაცვისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.

სამიზნე პოპულაციებში სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს სკრინინგის პროგრამა საქართველოში 2011 წლიდან მოქმედებს და ხელმისაწვდომია საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისათვის.

✕