1791274912
ანა გელაშვილის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებისთვის ეკა ყურშიტაშვილი 2500 ლარით დაჯარიმდა
სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ სიტყვიერი შენიშვნა მისცა გია გვრიტიშვილს და ვასილ ყარყარაშვილს. მათ შეურაცხყოფა მიაყენეს გიორგი გველესიანს და მიშა მესხს.
2500 ლარით დაჯარიმდა ეკა ყურშიტაშვილი, მან სიძულვილის ენა ანა გელაშვილის მიმართ გამოიყენა.
შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის, სალომე ქირიას განცხადებით, სასამართლომ ყველა შემთხვევაში დაადგინა სამართალდარღვევის ფაქტები.
"თითოეულ შემთხვევაში სამართალდარღვევის ოქმები შედგენილი იყო 166-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. სასამართლომ ყველა შემთხვევაში დაადგინა სამართალდარღვევის არსებობის ფაქტები.
განსხვავებული იყო სახდელები. ზოგიერთ შემთხვევაში გამოიყენა ჯარიმა და აგრეთვე გამოიყენა შენიშვნა, პიროვნების გათვალისწინებით და მისი მხრიდან გაკეთებული ახსნა-განმარტების საფუძველზე", - განაცხადა სალომე ქირიამ.










