ოკუპირებულ აფხაზეთში, ქალაქ სოხუმში სანაპიროს ერთ-ერთი მონაკვეთი ჩაინგრა

სოხუმში სანაპიროს ერთ-ერთი მონაკვეთი ჩამოინგრა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ქალაქ სოხუმში სანაპიროს ერთ-ერთი მონაკვეთი ჩაინგრა.

"აიაშარას" ცნობით, დროებით შეჩერებულია არშბას ქუჩისა და მოჰაჯირების სანაპიროს კვეთაზე მოძრაობა.

"დაგეგმილია ძველი კოლექტორის სრულად ჩანაცვლება 800 მმ დიამეტრის წვიმის წყლის სადრენაჟე მილით და ახალი ასფალტის დაგება",- აცხადებენ სოხუმის ე.წ.ადმინისტრაციაში.