კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობას, რწმუნებულის პირველი მოადგილე პლატონ კალმახელიძე შეასრულებს

რწმუნებული

კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობას, რწმუნებულის პირველი მოადგილე პლატონ კალმახელიძე შეასრულებს.

რეგიონის გუბერნატორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად გადაიყვანეს.

პლატონ კალმახელიძე 2014-2017 წლებში თელავის არჩეული მერი იყო, 2019 წელს კი, ის კახეთის გუბერნატორის პირველ მოადგილედ დაინიშნა და თვითმმართველობასა და ეკონომიკასთან დაკავშირებული საკითხები ჩაიბარა.2020-2021 წლებში, ის მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.