ფოთში 31 დეკემბერს გრანდიოზული საახალწლო კონცერტი და კულინარიული შოუ პროგრამა გაიმართება

ნაძვის ხე

ფოთში 31 დეკემბერს, 20:00 საათიდან, მთავარ მოედანზე საახალწლო ზეიმი დაიწყება.

მაყურებლის წინაშე წარდგებიან ნატო გელაშვილი და ჭოხოები, ზუკა ხუციშვილი და მისი ბენდი. პირველად ფოთში, ახალი წლის ღამეს, ნიკო ნიკოლაძის და ალექსანდრე დიუმას ისტორიული გემოები გაცოცხლდება. არტ-პროექტით

,,ისტორია თეფშზე“ - ესმა კუნჭულია ეწვევა ფოთს ექსკლუზიურად ,,გასტრონომიული მუზეუმიდან“. ღონისძიებაზე მისული მაყურებელი გაეცნობა “ქართული გასტრონომიული კულტურის მუზეუმის” რეცეპტებს და დააგემოვნებს : ალექსანდრე დიუმას მენიუს, ნიკო ნიკოლაძის ეპოქის მენიუს, თანამედროვე ფოთურ მენიუს.

18:00 საათიდან მოეწყობა საახალწლო გამოფენა-გაყიდვები, გასართობი და სადეგუსტაციო აქტივობები; თოვლის ბაბუა კი პატარებს ტკბილეულით დაასაჩუქრებს. ფოთის მერია გილოცავთ შობა-ახალი წლის დღესასწაულს!