ძლიერი ქარის გამო, გუდაუთის რაიონში სარკინიგზო მიმოსვლა დროებით შეჩერდა

რკინიგზა

გუდაუთის რაიონში ძლიერი ქარის გამო, სარკინიგზო ინფრასტრუქტურა დაზიანდა, რის გამოც მატარებლების მოძრაობა დროებით შეჩერებულია.

ქარის შედეგად დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზების სულ მცირე სამი საყრდენი, რის გამოც ქვესადგურებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

ადგილზე ავარიულ-სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. მგზავრების გადაყვანა უახლოეს სადგურებსა და რკინიგზის ვაგზლებამდე ავტობუსებით ხორციელდება.