შვილი დედის ცხედარს 2 წელი საკუთარ საძინებელში, ზეწარში გახვეული მალავდა - რა მოხდა თბილისის ცენტრში
1772827858
დედოფლისწყაროში გარდაცვლილი ქალი იპოვეს.
შემთხვევა თავისუფლების ქუჩაზე მოხდა.
66 წლის ქალის ცხედარი მეზობლის საცხოვრებელი სახლის აივანზე ნახეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი მეზობელს ხშირად სტუმრობდა.
ერთ-ერთი ვერსიით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მეზობლებს კონფლიქტი მოუხდათ.
ქალის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის გურჯაანის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.