1793218619
ჩაქვის სანერგე მეურნეობაში ქარსაფარი ზოლების მოსაწყობად 500 ძირი იაპონური კრიპტომერია დაირგო
აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ჩაქვის ციტრუსოვანთა და სუბტროპიკულ კულტურათა სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე, ქარსაფარი ზოლების მოწყობის მიზნით, 500 ძირი იაპონური კრიპტომერია დაირგო.
ქარსაფარი ზოლების მოწყობის ღონისძიებაში ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მირზა სუქნიშვილი და პროგრამების ხელმძღვანელი ლაშა მელაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად ჩაერთო.საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი წვლილი შეიტანეს მწვანე გარემოს შექმნასა და ბუნებაზე ზრუნვის საქმეში.
ქარსაფარი ზოლების მოწყობა ხელს უწყობს მიკროკლიმატის გაუმჯობესებას და სანერგე მეურნეობაში არსებული ნერგების დაცვას












