ბორჯომის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად გრძელდება

ბორჯომი

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად გრძელდება. ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე გარე განათების სისტემის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა.

მუნიციპალური ბიუჯეტის დაფინანსებით, მოძველებული ინფრასტრუქტურა სრულად ჩანაცვლდა თანამედროვე, ენერგოეფექტური LED სანათებითა და დეკორატიული განათების ბოძებით.

სამუშაოები სამ ძირითად ლოკაციას მოიცავს:

* აღმაშენებლის ქუჩას;
* რუსთაველის ქუჩას;
* მესხეთის ქუჩას.

პროექტის დასრულების შედეგად, გაუმჯობესდება ქუჩების განათება და ქალაქის ცენტრალური ნაწილის იერსახე უფრო თანამედროვე და მოწესრიგებული გახდება.

✕