დღეს ყველა ქრისტიანმა ეს ლოცვა უნდა წაიკითხოს
1779344721
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა გელაშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ანტონ ობოლაშვილთან ერთად, ბოლო ზარის ღონისძიებას დაესწრო და მოსწავლეებს სკოლის დამთავრება მიულოცა.ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ახალგაზრდების განწყობაზე ჯგუფმა „რეგიონმა“ იზრუნა. მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში მოეწყო ფოტოკუთხე.ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს და სკოლის დამთავრება მიულოცეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ბიბო პაპიძემ, მერის მოადგილემ გელა მაღრაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ფერაძემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა ხარაზიშვილმა და დეკანოზმა იოანე ხეცურიანმა.