ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს

ამბროლაური

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, 6 სექტემბერს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ ნოტარიუსის მომსახურებით.

ნოტარიუსი იმუშავებს ქალაქ ამბროლაურში, კოსტავას ქუჩა №41-ში (ამბროლაურის მერიის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე), 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნოტარიუსს:ნათია ტეფნაძე - 595 18 88 55