განახლებული ინფორმაცია მათთვის, ვინც, სამებაში, პატრიარქის სამძიმარზე მისვლას აპირებს
1774037093
ოზურგეთში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ალეგრობა-2022“ 6 ნოემბერს ჩატარდება - ამის შესახებ ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე ისაუბრა.
„ გაცნობებთ, რომ ოზურგეთში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ალეგრობა-2022“ 6 ნოემბერს ჩატარდება. ოზურგეთის მერია და ჩვენი შესაბამისი სამსახური თანამოქალაქეებისა და სტუმრებისთვის საინტერესო ღონისძიებებს გეგმავს: ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა; გურული კერძების მასტერკლასი; საბავშვო-გასართობი სივრცე; თანამედროვე ცეკვებისა და სიმღერის საბავშვო კონცერტი და ფოლკლორული ანსამბლები. „ალეგრობა“ დასრულდება ფეიერვერკით და გალა კონცერტით, სადაც ოზურგეთის საპატიო მოქალაქეებსაც დავაჯილდოვებთ. გეპატიჟებით ყველას, ერთად აღვნიშოთ ალეგრობა-2022,“- განაცხადა ოზურგეთის მერმა.