VIDEO: გოგო თუ ბიჭი? - რომელი მშობელი განსაზღვრავს ბავშვის სქესს

გენდერი

იცოდი თუ არა, რომ ბავშვის სქესი ქალზე სულაც არ არის დამოკიდებული?

ქალის კვერცხუჯრედი შეიცავს მხოლოდ ერთ ქრომოსომას, X-ს, ხოლო კაცის სპერმატოზოიდი შეიძლება შეიცავდეს X ან Y ქრომოსომას. კაცზეა დამოკიდებული რომელი ქრომოსომით გაანაყოფიერებს კვერცხუჯრედს X-ით თუ Y-ით. თუ განაყოფიერდა X სპერმატოზოიდი, მაშინ გამოვა XX - ანუ გოგო.

თუ განაყოფიერდა Y სპერმატოზოიდი, მაშინ გამოვა XY - ანუ ბიჭი. ასე რომ ფრაზა, გოგო გააჩინა, ბიჭი ვერ გააჩინა არამხოლოდ უსამართლოა, არამედ ბიოლოგიურადაც არასწორია. გახსოვდეთ, ქალები არაფერ შუაშია ბავშვის სქესის განსაზღვრაში.

 

✕