რა იწინასწარმეტყველა ვანგამ ირანისა და ისრაელის დაპირისპირებაზე
1750622653
აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება, ებრძვის ანთებას, ხელს უწყობს ტვინის ფუნქციის გაუმჯობესებას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის სიჯანსაღის შენარჩუნებას, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ანელებს დაბერების პროცესს, საუკეთესოა სხვადასხვა დაავადების, მათ შორის, კიბოს პრევენციისთვის - ეს ბროკოლია, ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი ბოსტნეული, რომლის ამ თვისებებს მასში უხვად შემავალ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანულ თუ არაორგანულ ნივთიერებებს უნდა ვუმადლოდეთ.
K ვიტამინზე ორგანიზმის სადღეღამისო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად 100 გრამზე ნაკლები ბროკოლია საჭირო. მისი დამსახურებაა, რომ ბროკოლი ასე ეფექტურად გვიცავს ოსტეოპოროზისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან, მაგალითად, ათეროსკლეროზისგან – K ვიტამინი ხომ პასუხს აგებს ორგანიზმში კალციუმის სწორ განაწილებაზე, რათა ეს უკანასკნელი სისხლძარღვთა კედლებზე დალექვის ნაცვლად ძვლებში მოხვდეს. K ვიტამინი ასევე აუცილებელია სისხლის შედედების, უჯრედების ზრდისა და ძვლის მეტაბოლიზმისთვის.
C ვიტამინის საუკეთესო წყაროდ ბევრს ციტრუსები მიაჩნია. სინამდვილეში კი ზოგიერთი ბოსტნეული, მათ შორის – ბროკოლიც, ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ანტიოქსიდანტს გაცილებით მეტს შეიცავს. მხოლოდ 100 გრამი ბროკოლი C ვიტამინის ყოველდღიური მოთხოვნილების 100 პროცენტზე მეტს ფარავს.
როგორც იცით, C ვიტამინი ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, რითაც ამცირებს ოქსიდაციურ სტრესს და, შესაბამისად, მრავალი დაავადების, მათ შორის – გულის დაავადებების, ინსულტისა და კიბოს, რისკს.
გლიკემიური ინდექსი და გლიკემიური დატვირთვა
გლიკემიური ინდექსი (GI) და გლიკემიური დატვირთვა (GL) იმაზე მიუთითებს, რამდენად მოქმედებს საკვები სისხლში შაქრის დონეზე. ბროკოლის ორივე ძალიან დაბალი აქვს – მისი გლიკემიური ინდექსი 15-ის ტოლია (50-მდე დაბალ მაჩვენებლად ითვლება), ხოლო გლიკემიური დატვირთვა – 0,9-ის (10-მდე დაბალ მაჩვენებლად ითვლება). ასე რომ, ბროკოლი ხელს უწყობს სისხლში შაქრის ჯანსაღი დონის შენარჩუნებას და, ამის კვალობაზე, ინსულინის დონის დაბალანსებას.
სხვა სასარგებლო ნივთიერებები
სულფორაფანი და ინდოლ-3-კარბინოლი
ბროკოლი, გარდა იმისა, რომ მდიდარია ბოჭკოთი და მიკროელემენტებით, მცენარეული ნივთიერებების საუკეთესო წყაროსაც წარმოადგენს. მასში უხვად არის გლუკოზინოლატები (Gლუცოსინოლატეს). თუმცა ბროკოლის სასარგებლო თვისებები დამსახურებაა არა თავად გლუკოზინოლატებისა, არამედ მათგან წარმოქმნილი ნივთიერებებისა – იზოთიოციანატებისა (Iსოტჰიოცყანატე), რომელთა ფორმირებას ფერმენტი მიროზინაზა (Mყროსინასე) განაპირობებს. წარმოიდგინეთ, რომ ბროკოლის უჯრედებში ორკამერიანი სისტემაა. ერთ კამერაში გლუკოზინოლატებია თავმოყრილი, მეორეში კი ფერმენტი მიროზინაზა. მცენარის დაქუცმაცების, დაღეჭვის ან დაჭრის შემთხვევაში მისი უჯრედები ზიანდება და ეს ორი ნივთიერება ერთმანეთთან კონტაქტში შედის. სწორედ ამ დროს წარმოიქმნება იზოტიოციანატები, ეგრეთ წოდებული მდოგვის ზეთები – სულფორაფანი (შულფორაპჰან) და ინდოლ-3-კარბინოლი (Iნდოლ-3-ჩარბინოლ). ვრცლად