UFC-ის ცნობილი მებრძოლი დააკავეს
1782417196
ზაფხულის სეზონთან ერთად კვებითი ინტოქსიკაციებისა და ნაწლავური ინფექციების შემთხვევები მატულობს. ამის შესახებ სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა ირაკლი არაბულმა „დღის პოსტში“ ისაუბრა.
მისი განმარტებით, მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა ბაქტერიების გამრავლებას უწყობს ხელს, რაც საკვებით მოწამვლის რისკს ზრდის. რისკის მატებას ხელს უწყობს ზაფხულში პიკნიკებისა და ექსკურსიების სეზონიც.
ირაკლი არაბულის თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის შემცველი პროდუქტი სალათის ფოთოლია.
„სალათის ფოთოლი ხშირად დაბინძურებულია როგორც ბაქტერიებით, ისე სხვადასხვა მწერის კვერცხებით. ამიტომ აუცილებელია მისი სათანადოდ გარეცხვა და დამუშავება. კვებითი ინტოქსიკაციის არაერთი შემთხვევა სწორედ არასათანადოდ დამუშავებულ სალათის ფოთოლს უკავშირდება,“ – აღნიშნავს სპეციალისტი.
მისივე თქმით, რძის პროდუქტებს შორის ყველაზე მგრძნობიარე რძეა, შემდეგ მოდის ხაჭო და მაწონი, ხოლო ყველი შედარებით უკეთ ინარჩუნებს თვისებებს, რადგან მასში არსებული მარილი გარკვეული ტიპის ბაქტერიების გამრავლებას აფერხებს.
სპეციალისტმა ასევე განმარტა, რომ ულტრაპასტერიზებული, მუყაოს შეფუთვაში მოთავსებული რძე დამატებით ადუღებას არ საჭიროებს, რადგან დამუშავების პროცესში მავნე ბაქტერიები უკვე განადგურებულია.