ამერიკელი ფიზიკოსი ამტკიცებს, რომ ღმერთის ადგილსამყოფელს მიაგნო
1782419293
მომღერალი შაბან მამედოვი მხედველობის პრობლემის შესახებ საუბრობს.
შაბანი ყოველთვის აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამ სირთულისა, ოჯახისა და განსაკუთრებით მამის მხარდაჭერამ, დიდი როლი ითამაშა მის ცხოვრებაში. ბავშვობიდანვე გამოავლინა მუსიკალური ნიჭი, დაიწყო სიმღერის შესწავლა და მოგვიანებით, თავისი შესრულებით, ფართო საზოგადოების ყურადღებაც მიიპყრო.
„მხედველობა ძალიან პატარა ასაკში დავკარგე, 7 თვის ვიყავი, როდესაც დამიდგინდა სეფსისი. ექიმების არასწორი მკურნალობის შედეგად დავკარგე ორივე თვალში მხედველობა. ჩემი სწავლა-განათლების მიღების საკითხი რომ დადგა, არ გვქონდა ინფორმაცია, თუ საქართველოში არსებობდა საზოგადოება, როგორც უსინათლოების კავშირი და ასევე, არსებობდა თუ არა რაიმე სახის სკოლა. მარნეულის სოფელ ჩანდარის საჯარო სკოლის დირექტორმა მოგვახსენა ეს ყოველივე, შევედი 202-ე უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეთა საჯარო სკოლაში. დღეს მე თუ რამე სიტყვა მეთქმის საზოგადოებაში და ვარ საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, ეს ჩემი სკოლის დამსახურებაა. და რა თქმა უნდა, ოჯახის მხარდაჭერა. არ ჩამკეტა ჩემმა ოჯახმა როგორც უსინათლო ბავშვი,როგორც ბევრი ოჯახი აკეთებს, ყველაფერში გვერდით დამიდგნენ“, - ამბობს მომღერალი.