ცნობილია, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2026-2027 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაციის თარიღები

ბაგა-ბაღი

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2026-2027 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია ივლისში იწყება და სამ ეტაპად ჩატარდება.

პირველი ეტაპი 6-12 ივლისს გაგრძელდება და სოციალურად დაუცველ ოჯახებს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს, მარტოხელა და მრავალშვილიანი მშობლების შვილებს, ასევე სხვა მიზნობრივ ჯგუფებს შეეხება.

მეორე ეტაპი 13-19 ივლისს გაიმართება და თბილისის რეგისტრირებულ ყველა ბავშვს მოიცავს, ხოლო მესამე, საყოველთაო ეტაპი 20 ივლისს დაიწყება და ყველა მსურველს შეეხება, ვისაც 15 სექტემბრამდე 2 წელი უსრულდება.

რეგისტრაცია განხორციელდება ვებგვერდზე www.kids.org.ge, ხოლო გარკვეული კატეგორიებისთვის განაცხადები ელექტრონული ფოსტით მიიღება.

დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ცხელ ხაზზე: 2 72 22 22 და 2 37 82 43.