ნათლობის წესში ცვლილება შევიდა - ნახეთ, ყველა დეტალი
1750359420
მართალია, ჯერჯერობით მზიანი ამინდებია, თუმცა სუსხი უკვე იგრძნობა. ტემპერატურამაც კლება უკვე დაიწყო - ზამთარი ნელ-ნელა გვიახლოვდება. თუმცა, სანამ სახლის გასათბობად გამათბობლებს მივაშურებდეთ - გადავწყვიტეთ დღეს გაგიზიაროთ საერთაშორისო ექსპერტების მიერ გაცემული სასარგებლო რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ ბინაში სასიამოვნო ტემპერატურა გათბობის გარეშე შეინარჩუნოთ. რჩევა ნომერი პირველი - გამოიყენეთ სწორი ტიპის საბანი როგორც გამოცემა Independent-თან ინტერვიუში საერთაშორისო ექსპერტი, ადეელი ამბობს - არსებობს საბნის შიგთავსის ორი ტიპი - სინთეზური და ბუნებრივი. სპეციალისტი გირჩევთ არჩევანი ბუნებრივ შიგთავსებზე შეაჩეროთ, მაგალითად ისეთზე, როგორიცაა მატყლი. საქმე ისაა, რომ ასეთ საბნებს სხვებთან შედარებით უფრო მკვრივი სტრუქტურა აქვთ, შესაბამისად კარგად იკავებენ ჰაერს და ღამის განმავლობაში ტემპერატურას დიდი ხნის მანძილზე ინარჩუნებენ. 2. ჩამოკიდეთ სქელი ფარდები ექსპერტების თქმით, თერმული და სქელი ტიპის ფარდები იზოლაციისა და სითბოს შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. იმისთვის, რომ სახლში სასიამოვნო ტემპერატურა დიდხანს იყოს, დღის განმავლობაში, განსაკუთრებით კი მზიან ამინდში, ფარდები აუცილებლად უნდა გადაწიოთ. საქმე ისაა, რომ მზის სინათლე მთელი დღის განმავლობაში ბუნებრივ სითბოდ გარდაიქმნება. იმისთვის კი, რომ დაგროვილი სითბო შეინარჩუნოთ, საღამოს აუცილებლად ჩამოაფარეთ ფარდები. 3. დააგეთ ხალიჩები ფარდებთან ერთად, ხალიჩებიც არ უნდა დაგვავიწყდეს. განსაკუთრებით კი ისეთ ოთახებში, სადაც მეტლახის იატაკია. ხისა და ლამინატისგან განსხვავებით, მეტლახის იატაკი სითბოს ვერ ინარჩუნებს. ამ პრობლებას მარტივად გადაჭრით ხალიჩებით - რომლებიც სითბოს დამატებითი ფენის შექმნაში დაგეხმარებათ. 4. აკონტროლეთ ტემპერატურა ოთახებში დამეთანხმებით ალბათ, რომ ბევრ ჩვენგანს გვაქვს სახლში ისეთი ოთახები, რომლებსაც ან საერთოდ არ ვიყენებთ, ან იშვიათად მოვიხმართ. სპეციალისტების თქმით, იმისთვის, რომ სახლის აქტიური ნაწილი უფრო მარტივად გავათბოთ, უმჯობესი იქნება თუ გამოუყენებელი ოთახების კარებს დავკეტავთ. როგორც ექსპერტები ამბობენ, სჯობს, იმ ოთახების გათბობაზე ვკონცენტრირდეთ, სადაც დროის უდიდეს ნაწილს ვატარებთ. 5. იზრუნეთ სახლის თბოიზოლაციაზე პირველი, რაც ზამთრის დადგომამდე უნდა გააკეთოთ, სახლის თბოიზოლირებაა. თუ სახლში სხვენი გაქვთ, კარგად შეამოწმეთ იქაურობა და დარწმუნდით, რომ სითბო არსად იპარება. იგივე გააკეთეთ სახლის ძირითად ნაწილშიც, უფრო ზუსტად კი, კედლებსა და იატაკზე. ასევე, კარგად დაათვალიერეთ თითოეული წერტილი. როცა სახლი სრულყოფილადაა იზოლირებული, მისი გათბობა უფრო მარტივია. 6. და ბოლოს - შეცვალეთ თქვენი საძინებლის ფერი ფსიქოლოგების თქმით, საძინებლის ფერს თქვენს განწყობასა და ტემპერატურის აღქმაზე უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია. „თუ ვიზუალურად გაათბობ სახლს, ეს შენზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას მოახდენს და გათბობის ჩართვა არ მოგიწევს. თბილი ფერების გამოყენება, როგორიცაა წითელი, ყვითელი და ნარინჯისფერი, ხელს შეუწყობს მყუდრო ატმოსფეროს შექმნას. ისეთ ფერებს კი, როგორიცაა ლურჯი, ღია მწვანე ან თეთრი ფერები, შეიძლება ჰქონდეს საპირისპირო ეფექტი“, - ამბობენ. ექსპერტები.