„არ შემეძლო ეს არ დამეწერა...“ - რა მოხდა დაკრძალვის დღეს
1784405212
როგორ მოქმედებს ნაყინი სისხლში შაქრის დონეზე?
დღის დასაწყისში ორგანიზმი უფრო მგრძნობიარეა ინსულინის მიმართ. ნაყინი პოპულარული დესერტია, თუმცა მასში შაქრისა და ნახშირწყლების შემცველობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სისხლში შაქრის დონეზე. ეს კი აჩენს კითხვებს იმის შესახებ, თუ როდის არის მისი მირთმევის საუკეთესო დრო, წერს Verywell Health.
გამოცემა აღნიშნავს, რომ სისხლში შაქრის დონის რეაქციაზე სხვა ფაქტორებიც ახდენს გავლენას, კერძოდ: ზომა, ნაყინის შემადგენლობა, ასაკი და დაავადებების ისტორია.
არ არსებობს ნაყინის ჭამის იდეალური დრო სისხლში შაქრის მკვეთრი მატების თავიდან ასაცილებლად, თუმცა გასათვალისწინებელია შემდეგი ნიუანსები:
ნაყინის ჭამა ძირითადი კვების შემდეგ შესაძლოა დაეხმაროს სისხლში შაქრის (გლუკოზის) დონის სტაბილიზაციას.
ნაყინის მიღება დღის დასაწყისში ხელს უწყობს გლუკოზის დონის უკეთეს კონტროლს.
ნაყინი შეიძლება იყოს საერთო ბალანსირებული რაციონის ნაწილი, თუ მას ზომიერი რაოდენობით მიირთმევთ.
როგორ მოქმედებს ნაყინი სისხლში შაქრის დონეზე?
საჭმლის მომნელებელი პროცესის დროს ორგანიზმი ნაყინს გლუკოზად შლის. როდესაც გლუკოზა სისხლის მიმოქცევის სისტემაში ხვდება, სისხლში შაქრის დონე მატებას იწყებს. ამერიკის დიაბეტის ასოციაცია აღნიშნავს, რომ ნაყინის ულუფა ნახშირწყლების რაოდენობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სისხლში შაქრის რეაქციაზე, რადგან სწორედ ნახშირწყლები წარმოადგენს ამ რეაქციის განმსაზღვრელ მთავარ ფაქტორს.
„მიუხედავად იმისა, რომ ნაყინი, როგორც წესი, მაინც ზრდის სისხლში შაქრის დონეს, მასში არსებულმა ცხიმებმა და ცილებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ რამდენად სწრაფად და რა ნიშნულამდე აიწევს გლუკოზის დონე“, - ნათქვამია სტატიაში.
როგორც ჟურნალი Frontiers აღნიშნავს, ბევრ ასეთ პროდუქტში გამოიყენება ალტერნატიული დამატკბობლები და ისინი შესაძლოა შეიცავდნენ საკვებ ბოჭკოებსაც (უჯრედისს).
ამასთანავე, სისხლში შაქრის დონის რეაქცია ყოველი ადამიანისთვის ინდივიდუალურია. ორმა ადამიანმა შეიძლება შეჭამოს ერთი და იმავე სახეობის ნაყინის აბსოლუტურად თანაბარი ულუფა, მაგრამ მათი ორგანიზმის რეაქცია ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული აღმოჩნდეს.