მაქსიმუმ რამდენი წელი შეიძლება იცოცხლოს ადამიანმა - რას ამბობენ მეცნიერები
1788633541
როდესაც ადამიანი ბიზნესში ან კარიერაში წარმატებას აღწევს, ერთ-ერთ ყველაზე სასიამოვნო შესაძლებლობად მშობლებისადმი მადლიერების გადახდა და მათთვის რაღაც მართლაც ძვირფასის ჩუქება ხდება. არადა, პროფესიული გამარჯვებების უკან ხშირად ყველაზე ახლობელი ადამიანების მხრიდან წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერა, ზრუნვა და რწმენა დგას. თუმცა, ხანდახან ასეთი საჩუქრებიც კი დროთა განმავლობაში იმედგაცრუების მიზეზი ხდება.
როგორც გამოცემა Tom’s Hardware წერს, ახლახან Nvidia-ს გენერალურმა დირექტორმა, ჯენსენ ჰუანგმა აღიარა, რომ მისი ერთ-ერთი უდიდესი ფინანსური შეცდომა 1999 წელს მოხდა, როდესაც მისი კომპანია აქციების ღია ბაზარზე პირველად გამოვიდა. მაშინ მეწარმემ აქციების პორტფელის ნაწილი გაყიდა, რათა მშობლებისთვის ძვირად ღირებული Mercedes-Benz S-Class-ი ეყიდა.
ჰუანგმა გაიხსენა, რომ იმ მომენტისთვის მისი კომპანია Nvidia 300 მილიონ დოლარად ფასდებოდა. აშკარაა, რომ მაშინ ეს მას წარმოუდგენელ წარმატებად ეჩვენებოდა. „მინდოდა მშობლებისთვის რაღაც კარგი მეყიდა, ამიტომ გავყიდე Nvidia-ს აქციები და მათ Mercedes S-Class-ი ვუყიდე. ეს მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული მანქანაა.“, - განაცხადა ჰუანგმა.
ბიზნესმენის სიტყვები შესაძლოა გაუგებარი აღმოჩნდეს საფონდო ბაზრისგან შორს მდგომი ადამიანებისთვის, თუმცა მათ, ვინც „თემაშია“, ძალიან კარგად ესმით, რაზეა საუბარი.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, 1999 წელს Mercedes S-Class-ის ყველაზე ძვირად ღირებული ვერსიები დაახლოებით 135 ათასი დოლარი ღირდა. თუ გამოვალთ იქიდან, რომ ჰუანგმა ეს შენაძენი სრულად დააფინანსა აქციების ხარჯზე, მას, აშკარაა, 11 250 ცალი აქციის გაყიდვა მოუხდა, თითო 12 დოლარად. სწორედ ამაში იმალება მიზეზი, რის გამოც თავად ჰუანგიც და მისი მშობლებიც ნანობენ მანქანის ყიდვას.
საქმე იმაშია, რომ 1999 წლის შემდეგ Nvidia-მ რამდენიმე ე.წ. „სპლიტი“ განახორციელა (როდესაც ერთი აქცია ფაქტობრივად რამდენიმე ახალ აქციად იყოფა), ხოლო თავად აქციები ფასში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამიტომ, ჰუანგის თავდაპირველი 11 ათასი აქცია, რომლებიც მეოთხედი საუკუნის წინ დაახლოებით 135 ათას დოლარად გაიყიდა, დღესდღეობით დაახლოებით 5,4 მილიონ აქციად გადაიქცეოდა, თითო 230 დოლარის ღირებულებით, რაც ჯამში 1,2 მილიარდ დოლარზე მეტია.
ამგვარად, მშობლებისთვის ნაყიდი 1999 წლის „მერსედესი“ ჰუანგს ხელიდან გაშვებული მოგების სახით მილიარდ დოლარზე მეტი დაუჯდა. მართალია, „მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილის“ ყიდვაც კი შედარებით მცირე დანაკარგია Nvidia-ს გენერალური დირექტორისთვის. რადგან დღეს ჯენსენ ჰუანგის პირადი ქონება დაახლოებით 200 მილიარდ დოლარად ფასდება, რის წყალობითაც ის პლანეტის ყველაზე მდიდარ ადამიანთა ათეულში შედის.
საინტერესოა, რომ თვითონ ავტომობილი ჰუანგის მშობლებს დღემდე არ გაუყიდიათ.