თამუნა მუსერიძე იმ ქალს, მიმართავს, რომელიც ამჟამად მისი ყოფილი მეუღლის გვერდითაა
1778442755
ეზოტერიკოსი და პარაფსიქოლოგი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს გვიზიარებს.
„ბოლო დროს, ბევრი დაკვირვების საგანს, თუ შედეგს - ვაჯამებ.. პრაქტიკიდან მახსენდება სხვადასხვა ფსიქოტიპები და სიტუაციები.. ერთი პაციენტის მოცემულობამ დამაფიქრა.. თურმე, ყველაზე უცნაური ის არის, რომ ადამიანს ხშირად არ ეშინია ტკივილის. მას ეშინია იმ სიცარიელის, რომელიც ტკივილის შემდეგ, (ტკივილის გარეშე) დარჩება..
რადგან როცა წლები ქაოსში ცხოვრობ,
ბრძოლა იდენტობად იქცევა. ლოდინი? სიყვარულად. გადაღლა კი, მნიშვნელობის განცდად..
და მერე, როცა ცხოვრებაში მშვიდი, სტაბილური რაღაც ჩნდება, ნერვული სისტემა ამას უსაფრთხოებად კი არა…
„უცხო გარემოდ“ აღიქვამს..
ზოგჯერ ამიტომაც ანგრევს ადამიანი კარგ ურთიერთობებს თვითონვე. არა იმიტომ, რომ ბედნიერება არ უნდა, არამედ იმიტომ, რომ მისი ფსიქიკა ჯერ კიდევ გადარჩენის რეჟიმში ცხოვრობს.
ქვეცნობიერისთვის ქაოსი ხშირად უფრო სანდოა, ვიდრე სიმშვიდე.. ასეა მიჩვეული..
რადგან ქაოსი უკვე ნაცნობია. სიმშვიდე კი, დაუმსახურებლად კარგი ჩანს.
და ალბათ ტრავმის ყველაზე სევდიანი ირონია სწორედ აქ არის: ადამიანი მთელი ცხოვრება სიყვარულს ეძებს, მაგრამ როცა ბოლოს სიმშვიდის ფორმით პოულობს, ვერ ცნობს მას და გაურბის",- წერს ჯანდიერი.