2027 წლიდან ხელფასები იზრდება! - ვის შეეხება ცვლილებები
1793994413
ყველა ქალს, ასაკის მიუხედავად, სურს იყოს ლამაზი, ამიტომ ფეხსაცმლის შერჩევისას ყურადღებას ვაქცევთ არა მხოლოდ მის მოხერხებულობას, არამედ ვეცნობით 2026 წლის ფეხსაცმლის ტენდენციებსაც, რათა სტილურად გამოვიყურებოდეთ. თუმცა, პოდოლოგებმა ხარისხიანი ფეხსაცმლის შესახებ ჩვენი წარმოდგენა თავდაყირა დააყენეს - ისინი მიიჩნევენ, რომ კომფორტულად ტარებაც კი ყოველთვის არ არის ხარისხის გარანტია.
გამოცემა Parade-ის ავტორებმა გაარკვიეს, რომელი ფეხსაცმელი აზიანებს ფეხებს, ამის გასაგებად ისინი პოდოლოგებს ესაუბრნენ. ექიმების თქმით, ბევრი ადამიანი დღიდან დღემდე ერთსა და იმავე წყვილს ატარებს. როდესაც ფეხსაცმელი ადვილად ჩასაცმელია, რბილია და არ გვიჭერს, ეს სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ სხვა არაფრის ჩაცმა აღარ მოგვინდეს. თუმცა ასაკთან ერთად ადამიანის ტერფი იცვლება — ქუსლსა და ტერფზე ცხიმოვანი ბალიშები თხელდება, კუნთები და მყესები კი ძალისა და მოქნილობის ნაწილს კარგავს, რის გამოც ადამიანს წონასწორობის შენარჩუნება უჭირს.
ექიმები განმარტავენ, რომ მსგავსი ცვლილებები სრულიად ბუნებრივი და ახსნადია, სწორედ ამიტომ ფეხსაცმელს გადამწყვეტი როლი ენიჭება — 60 წლის შემდეგ მან სხეულს აუცილებელი საყრდენი უნდა შეუქმნას. ხანდაზმული ადამიანები წონასწორობის დაკარგვის გამო ხშირად ეცემიან, თანაც სახლში გადაადგილებისას ან კიბეზე ჩასვლის დროსაც კი, დაცემა კი შეიძლება მოტეხილობით დასრულდეს.
დოქტორი ენ შარკი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ისეთი ფეხსაცმლის შეძენა, რომელსაც აქვს ტერფის თაღის კარგი საყრდენი (სუპინატორი), ღრმა ქუსლის ბუდე, მყარი უკანა ნაწილი (ზურგი) და საიმედო ფიქსაცია. მისი კოლეგა, დოქტორი ჯერი რობერტსი აღნიშნავს, რომ ბრტყელტერფიანობის ან ზედმეტად მოქნილი ტერფის მქონე ადამიანებისთვის უკეთესია მოძრაობის მაკონტროლებელი ან სასიარულო ფეხსაცმელი, მაშინ როცა მათ, ვისაც უფრო ხისტი ტერფი ან საშუალო/მაღალი თაღი აქვთ, დაბალი აქტივობისთვის კარგი ამორტიზაციის მქონე წყვილი გამოადგებათ.
სპეციალისტებმა ხაზი გაუსვეს, რომ ბრენდ Crocs-ის ზოგიერთი მოდელი სწორედ ამგვარ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. კერძოდ, მათი ტარება შეიძლება სახლში, ბაღში მუშაობისას, მაღაზიაში გასვლისას ან ხანმოკლე სეირნობის დროს. თუმცა, თუ ადამიანს მაღალი აქტივობა აქვს — დადის სამსახურში, მუდმივად გადაადგილდება ქალაქში, სტუმრობს მაღაზიებს და მთლიანობაში ბევრს მოძრაობს — უმჯობესია შეიძინოს კომფორტული ბოტასები/კეტები ტერფის კარგი მხარდაჭერითა და მყარი ფიქსაციით.