2027 წლიდან ხელფასები იზრდება! - ვის შეეხება ცვლილებები
1793994413
ადვოკატთა ასოციაციას 200 ახალი ადვოკატი შეუერთდა. ადაპტაციის პროგრამის კურსდამთავრებულებმა პროფესიული ფიცი დადეს.
ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა მათ პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
„მე მიხარია, რომ ადვოკატთა ასოციაციის რიგები ივსება, იზრდება ახალგაზრდა წევრებით, ჩვენ კი პროფესიული განვითარების ფერხულში მათ ვახვედრებთ განვითარებულ პროფესიას", - აღნიშნა ყანდაშვილმა.
8 ნოემბერი საქართველოში ადვოკატის პროფესიული დღეა. ასოციაციის ფორმირების საკანონდებლო პროცესი 2001 წელს დაიწყო, ხოლო 2005 წელს ორგანიზაცია დაფუძნდა, რომელიც დღეისთვის 12 ათასამდე ადვოკატს აერთიანებს.