მხოლოდ კალცი ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს... - არუნ ხათრი ასახელებს სამ გზას, რომელიც ჩვენს ძვლებს უფრო ძლიერს გახდის

არუნ ხათრი

ინდური ხალხური მედიცინის სპეციალისტი არუნ ხათრი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს სასარგებლო და საინტერესო რჩევებს. ამჯერად ის ერთ-ერთი გავრცელებული დაავადების ოსტეოპოროზისა და ძვლებთან დაკავშირებული სხვა პრობლემების შესახებ წერს.

„ჩვენი ძვლები სრულად კალცისგან არ არის შექმნილი, იქ ასევე არის ასევე სხვადასხვა მინერალები. კალცი არის მხოლოდ ერთი დანამატი რასაც ვიღებთ. მხოლოდ მისი მიღებით პრობლემას ვერ აღმოფხვრით. უნდა მიიღოთ რეალური საკვები, მიღებული საკვები ნაწილდება მთელ ორგანიზმშში. ამავე დროს სჭირდება D ვიტამინი, K 2 და მაგნეზიუმი, რომ ამ საკვების შეთვისება მოხდეს. რა არის რეალური საკვები - ხორცი, ბოსტნეული, ხილი. თუმცა ხილი მცირე რაოდენობით. რძე შეიძლება, თუ ძროხა ბალახობს. ამასთან ძვალს უყვარს დატვირთვა, სულ მჯდომარე წესი, წოლა და ჯდომა არ უყვარს ძვალს.“ - ამბობს არუნ ხათრი გავრცელებულ ვიდეოში.