ბევრი ექიმი უშვილო წყვილების გამოკვლევას მამაკაცით იწყებს... - რა იწვევს მამაკაცის უნაყოფობას და სპერმის ხარისხის დაქვეითებას

უნაყოფობა მამაკაცებში

სპეციალისტები შეშფოთებულნი არიან იმის გამო, რომ თანამედროვე მამაკაცებს სულ უფრო უქვეითდებათ სპერმატოზოიდების (სასქესო უჯრედების) რიცხვი და ორჯერ უფრო ხშირად უვითარდებათ სათესლეების სიმსივნური პათოლოგია.

"ეს რეალურად შენელებული მოქმედების ნაღმია კაცობრიობისთვის", - აღნიშნულია ონკოლოგთა მსოფლიო ფორუმზე გამოტანილ განცხადებაში.

სტატისტიკის თანახმად, ბოლო 40 წლის განმავლობაში დასავლეთის ქვეყნებში საგანგაშო მაჩვენებლები ფიქსირდება - ეაკულატში სპერმატოზოიდების რიცხვი ორჯერ არის შემცირებული. გარდა ამისა, სათესლეების კიბო სულ უფრო ხშირად დიაგნოსტირდება -ხაზგასმულია კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მკვლევართა საანგარიშო მოხსენებაში.

აღნიშნული ტიპის ცვლილებებს იწვევს პესტიციდები და სხვა საშიში შენაერთები, რომლებიც ადამიანის საკვებ ჯაჭვში ხვდება. გენეტიკოსები თავის მხრივ ადამიანის გენომში მიმდინარე უარყოფით ძვრებზე საუბრობენ. ცვლილებები შესაძლოა განვითარდეს სულ მცირე ორ თაობაშიც კი. მავნე შენაერთები, რომლებიც ენდოკრინულ ძვრებს აძლევს დასაბამს, მცირე კონცენტრაციითაც კი მუტაციის გამომწვევია. 

ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერებებს საკვების გარდა შესაძლოა წყალიც შეიცავდეს, ისინი შესაძლოა გადაეცეს კანით. ადამიანი საფრთხის წინაშე შეიძლება იყოს როგორც სამსახურში (ცალკეულ სამუშაო ადგილებზე), ასევე სახლში (ბინაში).

ჰორმონული ფონის ცვლილების გამომწვევი მავნე ნივთიერებების ზემოქმედება ორსულ ქალზე, რომელიც ვაჟს ელოდება, განსაკუთრებით სახიფათოა, რადგანაც მათ შესაძლოა მომავალში გარკვეული ტიპის გადახრები გამოიწვიონ ვაჟთან.

წყარო