1746127453
დონალდ ტრამპი აცხადებს რომ, მისი დაწესებული ტარიფები აშშ-ს „ძალიან მდიდარს“ გახდის

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მის მიერ დაწესებული ტარიფები აშშ-ს „ძალიან მდიდარს“ გახდის.
ამასთან, დონალდ ტრამპის თქმით, მისი პრეზიდენტობის მეორე ვადის პერიოდში უკვე „ბევრი შესანიშნავი რამ არის მიღწეული“.
„ჩვენ შევძლებთ ვალების გადახდას და მნიშვნელოვნად შევამცირებთ თქვენს გადასახადებს, რადგან შემოვა უზარმაზარი რაოდენობის თანხები“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკვე მზადდება გადასახადების შემცირების ახალი პაკეტი, რომელსაც მან „დიდი შესანიშნავი გარიგება“ უწოდა.