3 რამ, რასაც სასტუმროებში არ უნდა შეეხოთ

სასტუმრო

რატომ არ უნდა შევეხოთ სასტუმროში გარკვეულ ნივთებს - სასტუმროს კლასს და ნომრის დონეს მნიშვნელობა არ აქვს.

ნიუ-იორკელმა დერმატოლოგმა ჩარლზ პუზამ გააზიარა სასარგებლო რჩევები თავის პირად ბლოგზე TikTok-ზე.

პირველი, რაც ექიმმა შემოგვთავაზა, იყო ნომერში არსებული დისტანციური მართვის პულტებისა და მინის ჭურჭლისგან თავის შორს დაჭერა.

„ნაჭრით, რომელიც გამოიყენება ნიჟარისა და ტუალეტის გასაწმენდად, ჩვეულებრივ იწმინდება ეს ზედაპირები“, - განმარტა მან.

მართლაც, 2012 წელს ჰიუსტონის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ ბაქტერიების რაოდენობის მიხედვით, ტელევიზორის პულტი ერთ-ერთი ყველაზე მავნე ელემენტია სასტუმროს ნომერში, საწოლის ნათურების ჩამრთველებთან ერთად. დერმატოლოგი ასევე არ გვირჩევს შამპუნების, შხაპის გელებისა და ლოსიონების პაკეტებისა და ქილების გამოყენებას, რომლებიც ბევრ ადამიანს უყვარს. 

„ცდუნებაა, მაგრამ არ გამოიყენოთ სასტუმროს ეს პროდუქტები - ისინი ძალიან აშრობენ კანს, აქვთ ძალიან ბევრი სურნელი და, დიდია ალბათობა, რომ არ შეესაბამებოდეს თქვენს სპეციფიკურ კანს, თმის ტიპს და საჭიროებებს,” - განაცხადა დერმატოლოგმა.

გარდა ამისა, ექსპერტმა შემოგვთავაზა ნომერში შესვლისას ლეიბების გულდასმით შემოწმება, რათა დავრწმუნდეთ, რომ არ არის საწოლის ტკიპები.

წყარო