ნაძვის ხის დადგმის საუკეთესო თარიღები დეკემბერში
1794774449
საქართველო თანაბრად უნდა იყოს წარმოდგენილი იმ ქვეყნების ლიდერებთან ერთად, რომლებიც დაკავშირებადობის პროცესში მონაწილეობენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.
მისი თქმით, შესაბამისი მიწვევა როდესაც იქნება, საქართველო ამ შეხვედრას დაესწრება.
„სამიტი, რომელიც ზაფხულში გაიმართება და მარტა კოსმა თქვა, რომ საქართველოს ბულგარეთში მიიწვევენ. თუ მიწვევა იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს ქვეყნის მიმართ, მინისტრები იქნება საჭირო თუ პრემიერ-მინისტრი, დაესწრებიან. ვერ დავეთანხმები, რომდაკავშირებადობის პროცესში ჩართულ ქვეყნებთან კომუნიკაციას ვერ ვახერხებთ. მათთან სათითაოდ გვაქვს ვიზიტები. ამაზე მიუთითებს საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტიც. შეიძლება, ამისთვის ევროკავშირის პლატფორმას ახლა ვერ ვიყენებთ, მაგრამ ყველა ქვეყანასთან გვაქვს კავშირი, ვინც ამ პროცესშია ჩართული და მათთან ერთად ვქმნით იმ კორიდორს, რასაც დაკავშირებადობა ჰქვია“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.