„უნდა გავაკეთოთ ახალმთვარეობამდე, 20 ნოემბრის 10:47 საათამდე...“ - ასტროლოგი გვირჩევს
1763497091
ნებისმიერ მოღალატეობრივ განცხადებას მოაწერენ ხელს და ნაბიჯს გადადგამენ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა წარმატებული არ იყოს ჩვენი ხელისუფლების მმართველობის პირობებში, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად შალამბერიძემ „ნაცმოძრაობის“ მორიგ ტყუილთან დაკავშირებით.
მისი თქმით, საბედნიეროდ, ეუთო-ს დელეგაციამ ოპოზიციის ტყუილი ჩანასახშივე ჩაახშო.
„მსგავსი ტიპის განცხადებები პირველად არ მოგვისმენია. ეს არის პირდაპირპროპორციულად დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის ღალატთან. ყოველთვის ვამბობთ ხოლმე, რომ ხელისუფლებას ოპოზიცია არ ჰყავს. ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ოპოზიციას უწოდებენ, ქვეყნისა და ქართველი ხალხის წინსვლისა და წარმატების ოპოზიციაში არიან. ისინი ნებისმიერ მოღალატეობრივ განცხადებას მოაწერენ ხელს და ნაბიჯს გადადგამენ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა წარმატებული არ იყოს ჩვენი ხელისუფლების მმართველობის პირობებში. სამწუხაროა, რომ არიან ევრო ბიუროკრატები, რომლებიც მსგავს განცხადებებს ან უსმენენ, ან უწერენ [ოპოზიციას]. საბედნიეროდ, ყველამ ვნახეთ, რომ ძალიან მოკლე ფეხები აღმოაჩნდა მათ ტყუილს და ჩვენმა დელეგაციამ მათი ეს ცრუ განცხადება ჩანასახშივე ჩაახშო“, - აღნიშნა შალამბერიძემ.
თინა ბოკუჩავა და გიგი წერეთელი ამტკიცებდნენ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ მომზადებული რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მიმართ კრიტიკული შინაარსის არის. „ნაცმოძრაობის“ ტყუილი მალევე გამჟღავნდა.
„მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არც სხდომაზე გაჟღერებულა და არც ეუთოს ოფიციალურ გვერდებზე მოიძებნება!“, - დაწერა სოციალურ ქსელში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში მონაწილეობს.