„იწვევს სისხლძარღვების დაზიანებას“ - სპეციალისტი შხაპის მიღების დროს ხშირად დაშვებულ შეცდომებზე
1763394643
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლო, მეექვსე მატჩი ბულგარეთში, „ლევსკის“ სტადიონზე გამართა. ჩვენი გუნდი მასპინძლებთან 1:2 დამარცხდა.
შეხვედრის ბედი პირველ ტაიმში გადაწყდა, რომელიც ბულგარელებმა ორბურთიანი სხვაობით მოიგეს. მიუხედავად იმისა, რომ ბურთის ფლობაში უპირატესობა საქართველოს ნაკრებს ჰქონდა, გაცილებით სახიფათო შეტევებს ბულგარელები ახორციელებდნენ.
მე-10 წუთზე ეფექტური დარტყმით ანგარიში რუსევმა გახსნა. 24-ე წუთზე მასპინძლებმა კვლავ სახიფათო კონტრიერიში განახორციელეს და ამჯერად კრასტევმა გაიტანა. ორივე შემთხვევაში გოლი დიმიტროვის აქტიურობას მოჰყვა.
„ჯვაროსნებმა“ მეორე ტაიმში ანგარიშში სხვაობის შემცირება მოახერხეს – 88-ე წუთზე საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ გოლი ლუკა ლოჩოშვილმა გაიტანა. დარჩენილ დროში ქართველების დიდი მცდელობის მიუხედავად გოლი აღარ გასულა და ბულგარეთმა 2:1 გაიმარჯვა.
ასე და ამგვარად, ვილი სანიოლის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი 3 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა. მეოთხე – ბულგარეთია. პირველი ადგილი და მუნდიალის საგზური ესპანეთმა მიიღო, რომელმაც თურქეთთან ფრედ, 2:2 ითამაშა. რაც შეეხება მეორეადგილოსან თურქეთს, მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად პლეი ოფს ითამაშებს.