ხვალიდან, ახალი შეზღუდვა ამოქმედდება - ცნობილია, ვინ დაჯარიმდება დარღვევის შემთხვევაში
1766346324
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვაკის რაიონის დელეგატი ზუკა რურუა აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის განცხადებას აფასებს. მისი თქმით, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მსგავსი ქვეყნების პროქსი ომებში ჩართვა გამოსარიცხია.
„ევრობიუროკრატების ჩართულობითა და მათი ბიძგით ხდება ისეთი ქვეყნების პროქსი ომში ჩართვა, როგორებიც არიან მოლდოვა, უკრაინა, საქართველო. ეს უნდა გამოვრიცხოთ. პირველ რიგში ამას კრიტიკის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უპასუხა და პირდაპირ განაცხადა დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, რომ ამერიკის ჩართვა უნდა უკრაინაში ომის გახანგრძლივებისთვის, რასაც ევრობიუროკრატები მოითხოვენ ამ ბოლო დროს“, - აცხადებს რურუა.
ტულსი გაბარდის განმარტებით, დიფ სთეითი დონალდ ტრამპის მიერ შემუშავებული სამშვიდობო შეთანხმების ჩაშლასა და ამერიკის შეერთებული შტატების რუსეთთან ომში ჩათრევას ცდილობს.