ხვალიდან, ახალი შეზღუდვა ამოქმედდება - ცნობილია, ვინ დაჯარიმდება დარღვევის შემთხვევაში
1766346324
ავარიას ახალგაზრდა გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულია ქრისტი სურმანიძე. მას სოციალურ ქსელში ახლობლები და მეგობრები ემშვიდობებიან.
„ქრისტი, ჯერ ძალიან ადრე იყო შენი დაკარგვა. დატოვე ყველა ოცნება აუხდენელი... მერამდენედ მიწევს ახალგაზრდებზე დამშვიდობება... ისევ ატირებული და ძაძებში ჩაცმული დედის ხმა რომ გაისმის“;
„ამბობენ, სამყარო მშვენიერიაო, მაგრამ მე მძულს, რადგან ამისთანა ახალგაზრდებს სიცოცხლეს ართმევს, მეხის გავარდნაა შენი ამბავი, შვილო. დედაშენს როგორ მივუსამძიმრო, როგორ ვანუგეშო, ჩვენო ანგელოზად ქცეულო გოგო, როგორი თბილი და მოსიყვარულე, განსხვავებული იყავი, ქრისტი, მენანები შავი მიწისთვის, შვილო, სიცოცხლით სავსევ, ასე პატარა ასაკში რატო დაასრულე ცხოვრება. დაუჯერებელი ხარ, ქრისტი. ნათელი და სანთელი შენს ლამაზ სულს. შენს მშობლებს კი გამძლეობა... ჯერ საბა ვერ მოგვინელებია და ახლა შენ გაგვიმძაფრე სიმწარე. იქ საბა დაგხვდება, შენი ბავშვობის მეგობარი და მეზობელი“.