ადვოკატთა ასოციაციაში თავმჯდომარის ასარჩევად არჩევნების მეორე ტური იმართება

ადვოკატები

თავმჯდომარის ასარჩევად, ადვოკატთა ასოციაციაში დღეს, არჩევნების მეორე ტური იმართება. ხმის მიცემა თითქმის ერთი საათის წინ დაიწყო და საღამოს 7 საათზე დასრულდება. არჩევანი ირაკლი ყანდაშვილსა და ირაკლი ჩომახაშვილს შორის უნდა გაკეთდეს.

„დღევანდელი მოლოდინი არის ცალსახად პოზიტიური, ველოდებით კიდევ უფრო დიდ გამარჯვებას და ხვალიდან ამ პროფესიის განვითარების ფერხულში ერთად ჩაბმას. პირველმა ტურმა დაამტკიცა, რომ თითოეული ადვოკატი ფიქრობს ხვალინდელ დღეზე. აქტივობა, რაც პირველ ტურში დაფიქსირდა, განსაკუთრებით დიდი იყო, ვიდრე წინა არჩევნებში და კიდევ უფრო მეტს ველოდები დღეს“, - აღნიშნა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ირაკლი ყანდაშვილმა.

„მოლოდინები არის საკმაოდ მაღალი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე არის გარანტირებული. ყველა ადვოკატი უნდა მოვიდეს და საკუთარი პოზიცია დაადასტუროს“, - განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ირაკლი ჩომახაშვილმა.