1766213827
„მე კაია კალასმა, 2022 წლის 17 თებერვალს გაკეთებულ პოსტში გამოვაქვეყნე ფაქტობრივად არასწორი ინფორმაცია... ეს განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება“ - კაია კალასი
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ესტონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ესტონელი კონსერვატორების წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები საჯაროდ უარყო და პოლიტიკური ოპონენტის მიმართ ცილისწამება დაადასტურა. კაია კალასმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 3 წლის წინ პოლიტიკოს ვარო ვოგლაიუს შესახებ ცრუ ბრალდებები გააჟღერა.
კალასმა საჯარო განცხადება ესტონეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გააკეთა, რომელმაც დაავალა ეთქვა, რომ მცდარი ინფორმაცია გაავრცელა.
"მე კაია კალასმა, 2022 წლის 17 თებერვალს გაკეთებულ პოსტში გამოვაქვეყნე ფაქტობრივად არასწორი ინფორმაცია, თითქოს ესტონეთის პოლიციაზე მოხდა თავდასხმა ვარო ვოგლაიოსა და "ოჯახისა და ტრადიციების დაცვის ფონდის" მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციაზე და თითქოს ვარო ვოგლაიუმ და EKRE-მ 2021 წლის 23 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე დემონსტრაცია მოაწყვეს. ეს განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება", - აცხადებს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი.












