1766213827
გერმანელი ევროპარლამენტარი პეტრ ბისტრონი: “შეხვედრაზე ტრამპის ადმინისტრაციამ პირობა დადო, რომ გამოიძიებს ფულის გათეთრებისა და კორუფციის სავარაუდო ქსელებს, რომლებშიც მონაწილეობენ ევროპაში მოქმედი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები“
პოლიტიკური პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის“ აძლიერებს თანამშრომლობას ტრამპის ადმინისტრაციასთან - ამის შესახებ სტატიას უცხოური მედია აქვეყნებს მას შემდეგ, რაც AFD-ის დელეგაციამ მაღალი დონის შეხვედრები გამართა კონგრესსა და ტრამპის ადმინისტრაციაში.
პარტრიის ლიდერები ამბობენ, რომ შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა სასამართლო ძალადობასა და არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსურ ქსელებზე. გერმანელი ევროპარლამენტარი (AFD-ის წევრი) პეტრ ბისტრონი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში მიიღო ედ მარტინმა, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახლო მოკავშირეა. მოლაპარაკებები ფოკუსირებული იყო სასამართლო სისტემის ბოროტად გამოყენებაზე გერმანიასა და ევროკავშირში პოლიტიკური ოპოზიციის ჩასახშობად, ასევე AfD-ის გეგმაზე, შექმნას შესაბამისი საგამოძიებო კომიტეტები, როგორც ეროვნულ, ასევე ევროპულ დონეზე. პეტრ ბისტრონის ინფორმაციით, “ტრამპის ადმინისტრაციამ ასევე პირობა დადო, რომ გამოიძიებს ფულის გათეთრებისა და კორუფციის სავარაუდო ქსელებს, რომლებშიც მონაწილეობენ ევროპაში მოქმედი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები“.












