ლოცვა, რომელიც ბარბარობას უნდა წაიკითხოთ
1765914722
საქართველოში ბედობა სამჯერ აღინიშნება.
პირველი ბედობა ბარბალობას (ბარბარობას) უკავშირდება. ამ დღეს ფეხბედნიერ, მდიდარ ადამიანს იწვევდნენ და განსაკუთრებით უმასპინძლებდნენ, კუთხეების მიხედვით მეკვლეს სხვადასხვა მარცვლეულს ახვედრებდნენ, რაც ხშირ შემთხვევაში სიუხვესთან ასოცირდებოდა.
მარცვლეულს მეკვლეს ტახტზე უყრიდნენ, რაც შინაური ფრინველების გამრავლებას უკავშირებდნენ.
რიტუალი ასეთი იყო - ოჯახი შეარჩევდა ბედნიერ ადამიანს, რომელიც „ფეხზე“, „კვალზე“ იყო დამოკიდებული მომდევნო წლის კეთილდღეობა.
„მეკვლე მოვიდოდა და თან მოჰქონდა რაიმე ტკბილეული, შემოვიდოდა და იტყოდა: ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისაო და დაილოცებოდა. მას დაუდგამდნენ სუფრას და უმასპინძლებდნენ. შემდეგ გაატანდნენ ტკბილეულს.
ამ დღეს ოჯახები არც რაიმეს სესხულობდნენ და არც გაასესხებდნენ, ვინაიდან სესხება, გასესხება, ოჯახის ნივთების განათხოვრება გაწბილებასთან და მოტყუებასთან იყო დაკავშირებული.