ლოცვა, რომელიც ბარბარობას უნდა წაიკითხოთ
1765914722
მიუხედავად იმისა, თვითმფრინავში ჩაჯდომასა და უცხო ქვეყანაში გამგზავრება უამრავ ადამიანს სურს, ბევრი მათგანი მოგზაურობისგან მაინც თავს იკავებს. ამის მიზეზი ყველაზე ხშირად სწორედ ფინანსებია... თუმცა, რეალობა სულ სხვაა...
ბოლო წლებში ტურისტული ბაზარი მნიშვნელოვნად შეიცვალა: დაბალბიუჯეტიანმა და მოქნილი ავიარეისებმა, ასევე, საცხოვრებელი ადგილების ფართო არჩევანმა - ტურისტული ქალაქებში მოგზაურობა ბევრად უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გახადა. ყოველდღიური რუტინისგან გათავისუფლება, ახალი ადგილების აღმოჩენა და შთაბეჭდილებებით დამუხტვა დღეს უკვე ფუფუნება აღარ არის - მთავარია მიმართულება სწორად შევარჩიოთ და ის ხრიკები ვიცოდეთ, რაც ავიაბილეთების შეღავათიან ფასში ყიდვაში დაგვეხმარება.
რა უნდა გავითვალისწინოთ ზოგადად როდესაც მოგზაურობას ვგეგმავთ:
1.ბუნებრივია, რომ როდესაც სადმე წასვლა გვაქვს გადაწყვეტილი, ავიაბილეთების ძებნას გაძლიერებული სიხშირით ვიწყებთ. შეიძლება შესაბამის ვებგვერდებს დღეში რამდენჯერმეც კი ვსტუმრობთ. ეს კი არასწორია, რადგან საიტზე ხშირად შესვლისას ავიაბილეთების ფასი მატულობს. საქმე ისაა, რომ ავტომატური ალგორითმები ინტერნეტსივრცეში ჩვენს საქმიანობას მუდმივად აკონტროლებენ, ყველა დეტალს იმახსოვრებენ და სამომავლოდ თავისსავე სასიკეთოდ იყენებენ.
სწორედ ამიტომ, გირჩევთ ძებნის დროს ე.წ. ინკოგნიტო რეჟიმი გამოიყენოთ, რომელიც ალგორითმების „მოტყუებაში“ დაგეხმარებათ.
2.გაითვალისწინეთ ისიც, რომ ავიაბილეთების ფასი ყველაზე დაბალი სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათსაა. ამის მიზეზი ისაა, რომ მოგზაურობისთვის ადამიანები შუა კვირას იშვიათად ირჩევენ და უპირატესობას ძირითადად უქმეებსა და პარასკევზე აჩერებენ. ამიტომ, როდესაც მათ შეძენას გადაწყვეტთ, არჩევანი სწორედ ამ დღეებზე შეაჩერეთ.