ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც ახალ წლამდე მოულოდნელი ფინანსური სიურპრიზი ელოდება
1766323068
ორმაგი სტანდარტი და მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანია საქართველოს წინააღმდეგ - თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა, კაია კალასის აღიარება, რომელიც ადასტურებს, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს ცილს სწამებდა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლისა და ესტონეთის ყოფილი პრემიერის მხრიდან, კონსერვატორების წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებების საჯაროდ უარყოფის შემდეგ, თბილისში ამბობენ, რომ კალასი ერთ-ერთია იმ ევრობიუროკრატებს შორის, ვინც საქართველოს მიზანმიმართულად, ქვეყნის დასაზიანებლად ესხმის თავს.
"მან ცილისწამება გამოიყენა თავისი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. სწორედ ასეთ საქმესთან გვაქვს სამწუხაროდ საქმე საქართველოსთან მიმართებაში უკვე, როდესაც იგი გვიყურებს ჩვენ როგორც პოლიტიკურ ოპონენტს და თავის ამ პოსტს იყენებს პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ. საქართველოს მიმართაც ჩვენ გვესმის ხშირ შემთხვევაში ისეთი კრიტიკა, გამონათქვამები და დამოკიდებულება, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს სახელმწიფოსთან, სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციას შორის ურთიერთობასთან და პირდაპირ პოლიტიკური ანგარიშსწორების ელფერს ატარებს. გამომდინარე აქედან, როდესაც ასეთი რანგის საერთაშორისო მნიშვნელობის თანამდებობაზე არის პოლიტიკოსი და მისი რეპუტაცია პოლიტიკური ცილისწამების კუთხით ასეთია, რა თქმა უნდა, აქ კითხვის ნიშნები ძალიან ბევრი ჩნდება", - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.