FDA-მ დეპრესიის სამკურნალოდ პირველი სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა დაამტკიცა

დეპრესიიის სამკურნალო

 აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ, FDA-მ  პირველი მოწყობილობა დაამტკიცა, რომლითაც დეპრესიის მკურნალობა სახლშივე იქნება შესაძლებელი. აპარატი ტვინის სტიმულირებით მუშაობს. პაციენტმა იგი ყურსასმენების მსგავსად უნდა გაიკეთოს. ის ელექტროდენს ტვინის იმ რეგიონს აწვდის, რომელიც გუნება-განწყობილების აშლილობებთან და დეპრესიასთან არის კავშირში. მოწყობილობის დამტკიცებაზე დიდი გავლენა 2024 წელს ჩატარებული კვლევის შედეგებმა იქონია. მასში მონაწილეობას 170-ზე მეტი ადამიანი იღებდა. ათი კვირის განმავლობაში ისინი აპარატს  30-წუთიან სესიებად იყენებდნენ. შედეგად, დეპრესის სიმპტომები მნიშვნელოვნად შეუმცირდათ.  FDA-ის განცხადებით. მოწყობილობის გამოყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით იქნება შესაძლებელი.