FT: მაკრონმა მერცს უღალატა

ნკ

მაკრონმა მერცს უღალატა - წერს Financial Times-ი და აღნიშნავს, რომ განხეთქილების მიზეზი რუსული გაყინული აქტივების საკითხი გახდა. პუბლიკაციის ავტორები წერენ, რომ 210 მილიონი ევროს ოდენობით რუსული გაყინული აქტივების უკრაინის დახმარებისთვის გამოყენების მთავარი ლობისტი გერმანიის კანცლერი იყო, საფრანგეთის პრეზიდენტმა კი საკითხზე თავშეკავება დააფიქსირა, მისმა გუნდმა კი ამ გადაწყვეტილების კანონიერება ეჭვქვეშ დააყენა, შედეგად მაკრონი ბელგიას, იტალიასა და საკითხისადმი სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნების რიგს ბოლო მომენტში შეუერთდა.

„მაკრონმა მერცს უღალატა და ამისთვის მას გადახდა მოუწევს. ის იმდენად სუსტია, რომ იტალიის პრემიერის მხარდაჭერის გარდა სხვა არჩევანი არ ჰქონდა. მაკრონის მხრიდან ღალატის ეს ფაქტი კი ევროკავშირში ოდესღაც მჭიდრო ფრანკო-გერმანული ტანდემის დასუსტებაზე მიანიშნებს“, - წერს გამოცემა.