ზუკა რურუა: ჩვენმა ხელისუფლებამ წლინახევრის წინ განაცხადა, რომ იქნება ძალიან ხისტი და მკაცრი კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ. არავის უნდა ეგონოს, რომ რაიმე ინდულგენციით სარგებლობს, როდესაც სახელმწიფო სამსახურში მუშაობს

ზუკა რურუა

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი „ქართული ოცნების“ ვაკის რაიონის დელეგატი ზუკა რურუა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს ეხმაურება.

„ჩვენმა ხელისუფლებამ წლინახევრის წინ განაცხადა, რომ იქნება ძალიან ხისტი და მკაცრი კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ. არავის უნდა ეგონოს, რომ რაიმე ინდულგენციით სარგებლობს, როდესაც სახელმწიფო სამსახურში მუშაობს და საჯარო მოხელეა. ეს ინიციატივა შეეხება ყველას, ვინც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიეცემა გარკვეულ დანაშაულზე, ის შეავსებს 30 წლის განმავლობაში დეკლარაციას“ , - აღნიშნა რურუამ.

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებებს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავს.