გალში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების მშობლები დაშორდნენ - ქრისტინე სორდია ვიდეომიმართვას ავრცელებს
1760384844
პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 პირს ბრალდება წარუდგინა. საუბარია ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაზე. სუს-ის ინფორმაციით, ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოსთან" შესაძლო კავშირში მყოფი პირები, მათ საცხოვრებელ სახლებში, მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ საბრძოლო მასალას. ჩხრეკის შედეგად, ასევე, ამოღებულია დროშა ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკით.
საქმის დეტალებთან დაკავშირებით, ადვოკატები ვერ საუბრობენ, რადგან, მათი თქმით, გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი. ადვოკატების განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფები წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან.
„ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს წარდგენილი აქვს ბრალი 236-ე მუხლით და ბრალს არ ეთანხმება. საქმის მასალები გადმოგვეცა რამდენიმე წუთის წინ, შესაბამისად, საქმის მასალებს დეტალურად არ ვიცნობთ,“ - აღნიშნა ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა მარიამ მოდებაძემ.
„ჩვენ, ადვოკატებმა ხელი მოვაწერეთ, რომ საიდუმლოა აღნიშნული საქმე, დეტალებში ვერ შევალთ, ვერ გეტყვით ვერაფერს, გარდა იმისა, რომ ბრალი წარედგინა, არ აღიარებს წარდგენილ ბრალს. ამ ეტაპზე მასალებსაც არ ვიცნობთ,“ - განაცხადა ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა ზაქრო გუშიანმა.