რომელი ბეჭედი მოგწონთ ყველაზე მეტად? - ფსიქოლოგიური ტესტი
1760446140
ჩინეთში, შანდუნის პროვინციაში ქალმა ქმრის 16-წლიანი ღალატის შესახებ მამამთილის დაკრძალვაზე შეიტყო. შანი 19 წლის განმავლობაში იყო დაქორწინებული ვანზე და წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მის ქმარს მრავალი წლის განმავლობაში სხვა ოჯახი ჰყავდა.
China Morning Post-ის ცნობით, 2022 წლის ივნისში, როდესაც ვანის მამა გარდაიცვალა, შანმა დაკრძალვაზე მისულებს შორის უცნობი ქალი შენიშნა, რომელიც სამგლოვიარო ტანსაცმელში იყო გამოწყობილი, როგორც უახლოესი ნათესავი. მისმა ქცევამ ჩინელი ქალი აღაშფოთა: გოგონა კუბოს გვერდით ტიროდა და აცხადებდა, რომ გარდაცვლილის „რძალია“.
გაოცებულმა შანმა ქალის უცნაური ქცევის ქმართან განხილვა გადაწყვიტა, ის კი საუბრის თემის შეცვლას ცდილობდა, რამაც ცოლს უფრო მეტი ეჭვი გაუჩინა. სასოწარკვეთილმა შანმა სასამართლოს მიმართა, გამოძიებამ კი დაადგინა, რომ ვანს მეორე ქალთან 16-წლიანი ურთიერთობა და საერთო შვილი აკავშირებს.
ის ცოლს ატყუებდა, თითქოს მძღოლად მუშაობდა, ამიტომაც იშვიათად იყო სახლში. სინამდვილეში კი სხვა ქალაქში მეორე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.
სასამართლოში ვანი თავის გამართლებას იმ არგუმენტით ცდილობდა, რომ მეორე ცოლთან ოფიციალური ქორწინება არ ჰქონია და ისინი „უბრალოდ მხარს უჭერდნენ ერთმანეთს“. თუმცა, სასამართლომ მათი ურთიერთობა ფაქტობრივ ქორწინებად მიიჩნია და კაცი ორცოლიანობაში ცნო დამნაშავედ. მას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ჩინეთში ორცოლიანობა ოჯახური კანონმდებლობის სერიოზულ დარღვევად ითვლება და ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. კანონიერ მეუღლეს კი აქვს უფლება, მოითხოვოს კომპენსაცია მორალური და მატერიალური ზიანისთვის.