ტერორიზმთან კავშირში დადანაშაულებული სამი პირის აღკვეთის ღონისძიება სასამართლომ დღეს უნდა გადაწყვიტოს

სასამართლო

ტერორიზმთან კავშირში დადანაშაულებული სამი პირის აღკვეთის ღონისძიება სასამართლომ დღეს უნდა გადაწყვიტოს. პროკურატურამ დაკავებულებს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ბრალი გუშინ წარუდგინა.

სუს-ის ინფორმაციით, ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოსთან" შესაძლო კავშირში მყოფი პირები, მათ საცხოვრებელ სახლებში, მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ საბრძოლო მასალას. იარაღთან ერთად, ჩხრეკის შედეგად, ასევე, ამოღებულია დროშა ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკით. წარდგენილ ბრალს არცერთი დაკავებული არ ეთანხმება.