წყალი 13 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართები
1770149016
ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ კანონებში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
საკანონმდებლო ცვლილებებს დღეს მეორე და მესამე მოსმენით განიხილავენ როგორც კომიტეტის, ისე პლენარულ სხდომაზე და კენჭს უყრიან, რის შემდეგაც განათლების რეფორმა ოფიციალურად კანონის სახეს მიიღებს.
მანამდე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტზე „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები კომიტეტის წევრებს მომხსენებელმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ კანონპროექტით გათვალისწინებული ძირითადი ცვლილებები გააცნო.