საქართველოს პრეზიდენტმა 59 პირი შეიწყალა
1769535617
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებას, სადაც სანდუ აღნიშნავს, რომ „რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა", სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ანჯაფარიძის შეფასებით, მოლდოვა რომ თვითკმარი სახელმწიფო იყოს, ხოლო, იქაურ საზოგადოებას ღირსება გააჩნდეს, საკუთარი სახელმწიფოს ლიკვიდაციის მოსურნე პრეზიდენტს მეორე დღესვე „გამოათრევდა რეზიდენციიდან“, მაგრამ რუმინეთის მოქალაქე სანდუს მოლდოვა სახელმწიფოდ არ მიაჩნია.
„ასეა, როდესაც ევრო ბიუროკრატია გაგაზულუქებს, მერე უკვე თავხედდები და წაუზრდელებაც მოსულა. ეტყობა გულზე მოხვდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აგრძნობინა ვინაა და სადაა და ახლა გადაწყვიტა სამაგიეროს გადახდა.
ისე, მოლდოვა რომ თვითკმარი სახელმწიფო იყოს, ხოლო იქაურ საზოგადოებას ღირსება რომ გააჩნდეს, საკუთარი სახელმწიფოს ლიკვიდაციის მოსურნე პრეზიდენტს მეორე დღესვე გამოათრევდა რეზიდენციიდან, მაგრამ რუმინეთის მოქალაქე სანდუს სახელმწიფოდ არ მიაჩნია მოლდოვა რომლის პრეზიდენტადაც ევრო ბიუროკრატიამ დასვა გაყალბებული არჩევნებით“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.