მთავრობამ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია დაამტკიცა
1769540775
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, უკრაინას ნატოში გაწევრიანების კურსი არ შეუცვლია.
„დიახ, ჩვენი მიზანი უცვლელია. მადლობელი ვარ, რომ ამის შესახებ მუდმივად მეკითხებით, მე მზად ვარ ეს გავიმეორო. რადგან ამ მიზანთან დაკავშირებით არანაირი ეჭვი არ უნდა არსებობდეს. ნატოში გაწევრიანების მიზანი განსაზღვრულია კონსტიტუციით, ეს ჩვენი ხალხის არჩევანია“, - ხაზგასმით აღნიშნა სიბიგამ.
მისი თქმით, ვერცერთი მესამე ქვეყანა - და უპირველეს ყოვლისა რუსეთი - ვერ დაბლოკავს უკრაინის წევრობას რომელიმე ალიანსსა თუ კავშირში.
„დიახ, ამჟამად ნატოში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით კონსენსუსი არ არსებობს, ესეც სიმართლეა. თუმცა, ჩვენ დავამყარეთ ძალიან ქმედითი პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობა. მე მუდმივად მიწვევენ ნატოს ქვეყნების მინისტრების შეხვედრებზე. ჩვენთან ჩამოდიოდნენ ნატოს საკვანძო სახელმწიფოების ელჩები, მათ შორის ამერიკის ელჩი უიტაკერი“, - დასძინა სიბიგამ.